Home

ხატის გადაბრძანება და საგვარეულო სალოცავის მონახულება

Leave a comment

ბვერი ემოციით, ახალი შემართებით, სიხარულთ სავსე და ამაყები დავბრუნდით თბილისში. დიდი მადლი და ბედნიერება იყო, როდესაც დედაოებთან ერთად აცილებ შენი საგვარეულოს ხატს. 20 აპრილს დიდლით ადრე გავედით სამთავროდან, გზაში ბევრი არ დაგგვიანებია. იგეგმებოდა კოპალიანების დახვედრა და ხატის მოლოცვა. ქუთაისში დაგვხვდნენ აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, სადაც გმურულად დაღუპული კოპალიანების სახელებიც ამაყად არის ამოტვიფრული ქვაზე. დიდი იყო მათი სიხარული და ბევრი აღტაცებასაც ვერ მალავადა, ისე ეამაყებოდათ თავისი გვარი. შემდეგ გავეშურეთ წყალტუბოსკენ, სადაც მამაომ პარაკლისი გადაიხადა წმინდა ნინოს ახალაშენებულ ტაძარში. მამოც კი ვერ მალავდა გაკვირვებას. მან დალოცა კოპალიანთა გვარი და გამრავლება და მხნეობა უსურვა. წყალტუბოში მოვინახულეთ ის 5 ობოლი კოპალიანი, რომლებიც ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. მათ სიმბოლურად გადავეცით ფასკა და ცოტა ფული. მათ ჩვენი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ, რათა მიხვდნენ რომ მარტონი არ არიან და საგვარეულო მათ ეხმარებათ!. წყალტუბოდან გამოვემართეთ ცაგერისკენ. რაც უფრო ვუახლოვდებით მით უფრო მეტი იყო მღელვარება! ტაძრის შესასვლელთან დაგვხვდა უამრავი კოპალიანი და არა მარტო კოპალიანები. ისინიც აღტაცებით შესცქერდნენ ხატს და ქვეყნის მფარველობას სთხოვდნენ. ხატი დავაბრძანეთ ცაგერის ღვითსმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც მამა გიორგიმ გადაიხადა პარაკლისი და ღმერთს მადლობა შესწირა ამ ნედნიერი დღისთვის. ისიც გაიხუმრა, რომ დღეიდან ტაძარი სულ კოპალაინებმა უნდა გაავსოთო. ხატის დავაბინავეთ. ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის მოწვევით შევიკრიბეთ მიზეუმში, სადაც მცირე ისტორიული მიმოხილვა გააკეთა დავით კოპალიანმა. საღამოს კი დავსხედით ვახშამზე, ვადიდეთ უფალი და დავლოცეთ ჩენი მომავალი საქმიანობა.

მეორე დილით კი გზას გავუყევით სოფელ ლუხვანოსკენ, სადაც არის ჩვენი გვარის სალოცავის ნანგრევები და სადაც არიან ჩენი წინაპრები დასაფლავებულნი. მოვინახულეთ ტაძარი, რომელიც საჭიროებს გაწმენდას. დავანთეთ ანთლები და ღმერთს შემწეობა ვთხოვეთ მომავალ საქმიანობაში. შემოსაკავებელია სალოცავის ტერიტორია. სურათებიდან კარგად ჩანს თუ რა მდგომარეობაა ტაძარში. ტაძართან მისასვლელი გზაც აღსადგენია. უამრავის საქმე დაგვხვდა და უკვე გავაცნობეირეთ თუ რამხელა ვალი გავკისრია ჩვენ მომავალი თაობების წინაშე. იქედან ბევრი ემოციით და სიხრულით დატვირტულნი დავბრუნდით თბილისში. ვინც ერთელ მაინც მოინახულებს საკუთარ ფუძეს, მერწმუნეთ, რომ არასოდეს დაივიწყებს მას და მეტიც, გაუჩნდება დაუოკებელი სურვილი აღადგინოს ტაძარი და სამუდამოდ დაამკვიდროს თავისი სახელი ტაძრის საფუძვლის მშენებლობაში!

Advertisements

Leave a comment

ხატის გადაბრძანება ლეჩხუმში!

1 Comment

კოპალიანებო, დაიგეგმა ჩვენი ხატის გადაბრძანება ცაგერში. იქ კი დავინავდება ცაგერის საკათედრო ტაძარში. ვისაც სურვილი აქვს შემოუერთდეს ჩვენს მსვლელობას დაუკავშირდით ქეთი კოპალიანს_598847988. 2012 წლის 20 აპრილს, დილის 8საათზე მოხდება თბილისიდან გასვლა. კვირას კი დავბრუნდებით. აუცილებელი ვიცოდეთ წამომსვლელთა რაოდენობა. დიდი მადლის მატარებელია, როცა შენი გვარის დაწრილს ხატს მიაბრძანებ. დედაოების წამოსვლაც იგეგმება. მოდით, ვისაც სურვილი აქვს მივიღოთ ეს მადლი და წყალობა ღვთისგან. თუ გაგიჩნდებათ შეკითხვები აუცილებლად დაწერეთ აქ კომენტარებში, ან ჩვენი facebookის გვერდებზე მოგვწერეთ. თუ სასწრაფოა, დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: 555997220-ბესო, 598847988-ქეთი. 

კოპალიანთა გვარის დალოცვა! 13 ნოემბერი, 2011 წელი.

Leave a comment

საბანკო ანგარიში

1 Comment

როგორც მოგეხსენებათ ჩვენი გავრი დალოცა საქართველოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია  II 13 ნოემბერს, 100000მოწამის ხსენების დღეს! ჩვენთვის დიდი მადლის მატარებელია ჩვენი გვარის დალოცვა ამ შესანიშნავ დღესასწაულზე. ამ დღისთვის დაიწერა საგვარეულო ხატი და საჩუქარი უწმინდესისთვის. ეს იყო ჩვენი პირველი მიზანი. გვარი დაილოცა და ჩვენც ახალი შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი პირველი ამოცანაა აღდგეს სოფელ ლუხვანოში არსებული ჩვენი საგვარეულო სალოცავი. ამისათის საჭიროა ყველამ თუნდაც 1ლარი შემოიტანოს საბანკო ანგარიშზე. ყველაფერი მატერიალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და საერთო ძალებით აღვადგინოთ ჩვენი მამა-პაპის მიერ აშენებული და ღვთისგან ნაკურთხი სალოცავი. ჩვენ უდიდეს საგანძურს დავუტოვებთ მომავალ თაობას  ჩვენი გვარის უკვდავსაყოფად! ღმერთი აუცილებლად დაგიმადლებთ თითოეულ თქვენგანს სიკეთეს და შემოწირულობებს! ღმერთმა გაგახაროთ! 

see you soon!

Leave a comment

საგვარეულო კავშირის მიზნები

Leave a comment

საგვარეულო კავშირის შექმნის  მიზანი არის ერთობა,შესაბამისად საჭიროა წარიმართოს სამუშაოები ამ კუთხით,რასაც ვხედავთ შემდეგნაირად:პირველ რიგში რა თქმა უნდა საჭიროა, მაქსიმალურად  ყველა კოპალიანის  თავმოყრა კავშირში. უნდა შევეცადოთ კავშირის ბიუჯეტის გაზრდას.ჩვენი ფინანსები უნდა მოხმარდეს გვარის გამრავლებას და ერთობას.მოგეხსენებათ ჩვენ ყველანი წარსულიდან მოვდივართ,ჩვენს გვარსაც აქვს თავისი წარსული, სამწუხაროდ საბჭოთა პერიოდის დროს ნაწილობრივ გაწყდა კავშირი ჩვენს ფესვებთან,რაც დაეტყო თუნდაც ჩვენი საგვარეულო ტაძრის გარეგნობას და ჩვენს გაუთვითცნობიერებლობას ჩვენი  გვარის ისტორიაში. აუცილებელია ჩვენი სალოცავიოს აღდგენა ეპარქიის მღვდელმთავრის კურთთხევით და თუ შესაძლებელი იქნება  მონასტრის დაარსება. საგვარეულო კავშირისთვის აუცილებელი ატრიბუტი გერბი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი გავრის ისტორიას,ადათს და წესს. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული  საეკლესიო სიმბოლიკები,ასევე ჩვენი გვარის წეს ჩვეულებები.

საგვარეულო კავშირი ”კოპალიანი’‘-ის წევრობა შეუძლია ყველა კოპალიანს,ამ გვარის ნათესავს,ასევე ნებისმიერ პირს,რომელიც იზიარებს კავშირის მიზნებს და ამოცანებს.წევრობის საფასური თვეში შეადგენს მინიმუმ 1 (ერთ) ლარს. კავშირის ხელმძღვანელობა მუშაობს საზოგადოებრივ საწყისებზე და შეგროვილი თანხა ხმარდება მხოლოდ კავშირის მიზნებს.

საბანკო რეკვიზიტები :      სს ”ლიბერთი ბანკი”

                                                       ბანკის კოდი LBRTGE22

                                                         ა/ნ  GE08LB0115163530210000 

Older Entries